საზოგადოება

მიხეილ ცაგარელი: დრაკონი ის ცხოველია, რომელიც ადამიანებს სიმდიდრეს, კეთილშობილებას, ჰარმონიას და დღეგრძელობას ჩუქნის

ოთხშაბათი, 14 დეკ 2011 14:30

მიხეილ ცაგარელიშავი ფერის, წყლის სტიქიის დრაკონის წელიწადი დაიწყებს მბრძანებლობას ცის კაბადონზე 2012 წლის 23 იანვრიდან - 2013 წლის 10 თებერვლამდე. წელიწადის ეს სიმბოლო ადამიანებს მნიშვნელოვან, თუმცა, ზოგჯერ არასასიამოვნო ცვლილებებს მოუტანს.

განსხვავებით აღმოსავლური კალენდრის სხვა ცხოველებისგან, დრაკონი მითიური არსებაა, რომელიც დაკავშირებულია კარმასთან (კარმა გვამცნობს, რომ წარსულის მოქმედებები მიზანშედეგობრივი კავშირის პრინციპით განაპირობებს ამჟამინდელ მოვლენებს), აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სწორედ დრაკონის წელიწადში კეთილი საქმეების კეთება, სხვათა პატიება და შერიგება. აჩუქეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და სამყაროს სიყვარული და ბედნიერება, ეს აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ. დრაკონის წელიწადი აღსავსე იქნება მოვლენებით და იგი გამოცდას მოუწყობს ზოდიაქოს ნიშნებს შრომისუნარიანობასა და ამტანიანობაზე, აქტიურობაზე და შეუპოვრობაზე.

 ახალ წელს უნდა შევხვდეთ, რაც შეიძლება მხიარულად, ადამიანთა დიდ ჯგუფთან ერთად, ხმაურიან და რითმულ მუსიკასთან, ცეკვასთან, სიურპრიზებთან, კონკურსებთან, იუმორთან ერთად. 31 დეკემბრის დილასაც თუ დაიწყებთ ვარჯიშით, აერობიკით ან ცეკვით, ამით უკვე სასიკეთოდ ჩაერთვებით მომავალი წლის რითმში. მათ, ვისაც მოუხდება რაიმე მიზეზით ამ დღესასწაულის განმარტოებით შეხვედრა, გული არ გაიტეხოთ: დამიჯერეთ, თქვენი მარტოობა მალე დასრულდება. ამიტომ აუცილებლად გაშალეთ საახალწლო სუფრა.

ახალი წლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აზრობრივად მადლობა გადაუხადეთ წარმავალ კატა-კურდღლის წელიწადს და გაიხსენეთ, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური მოვლენა 2011 წლისა. იფიქრეთ კარგზე, სიკეთესა და სამართლიანობაზე.

 2012 წლის მმართველი სტიქია წყალია, ამიტომ საახალწლო სუფრაზე დიდი რაოდენობით უნდა იყოს წარმოდგენილი ზღვის პროდუქტები - თევზეული, მოლუსკები, ზღვის კომბოსტო, მიდიები და ა.შ. კარგი იქნება მწვანე ან ყვითელი ფერის სანთლებით სუფრის გაწყობა და მათი ანთება. სასურველია, სანთლების რაოდენობა იყოს ხუთი, მათგან მწვანე ან ყვითელი ფერის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. სანთელი აუცილებელია სუფრაზე, რადგან წყლის სტიქიასთან ერთად ცეცხლის სტიქია - დრაკონის საყვარელი და მმართველი სტიქიაა. მაგიდაზე აუცილებლად მოათავსეთ დრაკონის ფიგურა, უმჯობესია კერამიკის, ბროლის ან ხისგან დამზადებული, ნაკლებად სასურველია ლითონის დრაკონი. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ნაძვის ხეს, იგი უნდა იყოს ბუნებრივი და სიმეტრიული ფორმებით. დრაკონს მოსწონს ყველაფერი სუფთა და სიმეტრიული. ნუ გადატვირთავთ ნაძვის ხეს სათამაშოებით, ფერების პრიორიტეტების თვალსაზრისით უმჯობესია სამი ფერი გამოვიყენოთ: თეთრი, ნარინჯისფერი (ოქროსფერი), ვერცხლისფერი; ნაკლებად უნდა იყოს წარმოდგენილი ლურჯი, მწვანე და წითელი ფერები. იმ შემთხვევაში, თუკი ბუნებრივი ნაძვის ხე არ გვაქვს, ხელოვნური ნაძვის ხე გავაწყოთ თეთრი, ოქროს ფერით და მწვანე ფერებით. კარგი იქნება და აუცილებელი ნაძვის ხის გვერდით ჩიჩილაკის დადება. შემოსასვლელი კარი შემოსეთ ნაძვის ტოტებით, გამოაბით იმ ტოტებს ბაბთები, რომელიც ყვითელი- მწვანე ფერის იქნებიან.

დრაკონი ნებისმიერ საკვებს მიესალმება, ამიტომ საახალწლო სუფრასაც შეზღუდვები არ გააჩნია. მთავარია, რომ საკვები განზავებული იყოს მრავალფეროვანი სანელებლებით. დრაკონს უყვარს ცხარე საკვები, მათ შორის, აჯიკა. საახალწლო სუფრა უნდა იყოს სავსე საკვებით და სასმელით. ითვლება, რომ თუ სუფრის რომელიმე წევრს მოუნდება რაიმე კერძის დამატება და ეს კერძი აღარ იქნება სუფრაზე, მაშინ ამ სუფრის მასპინძელს წლის განმავლობაში მუდმივად რაღაც დააკლდება. კარგი იქნება გოგრისგან დამზადებული ნებისმიერი კერძი, ასევე ჩინური კერძების დაგემოვნებაც სასურველია. ყურადღება მივაქციოთ სასმელებსაც, კარგი იქნება, თუ ბოთლები უჩვეულოდ იქნება გაფორმებული. დრაკონი მეტად კმაყოფილი იქნება, თუ ხორცის კერძს დაასხავთ სპირტს და მას ცეცხლს წაუკიდებთ, ასეთი ცეცხლოვანი ფეესია ყველაზე მეტად მოუხდება დრაკონის წელიწადს. იგივე შეიძლება გავაკეთოთ ხილის კერძებთანაც. საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს - ხილი, ბოსტნეული, თევზეული, ხორცეული, ნამცხვრები, ტკბილეული, გოზინაყი და ა.შ. ასევე ეგზოტიკური კერძებით - ბანანი და ანანანასი, აგრეთვე ნებისმიერი სასმელით - შამპანური, ღვინო, კონიაკი, ლიქიორი. კიდევ ერთი შტრიხი სააახალწლო სუფრისა - უმჯობესია, ხელსახოცი თეთრი ფერის იყოს. ტანსაცმელში უმთავრესი ფერი შავია, რომელთანაც კომბინაცია შესაძლებელია მწვანე, ოქროსფერ, ნარინჯისფერ, ყვითელ ან ლურჯ ფერებთან. კარგი იქნება, ძვირფასეული აქსესუარების, მინერალების მაქსიმალურად გამოყენება, ბრჭყვიალა ელემენტების გამოყენება ტანსაცმელსა ან ვარცხნილობაში.

 ახალი წლის დღესასწაული გარკვეულწილად ქმნის საჩუქრის შეძენის პრობლემას, ხშირად ადამიანებს უჭირთ შესაბამისი საჩუქრების არჩევა. დრაკონის წელიწადი ამ მხრივ მეტად სასიკეთოა, რადგან საჩუქრებში წელს შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი - სურათი, ჭურჭელი, ჩაი, სკულპტურა, საათი, მობილური ტელეფონი და ა.შ. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებს უძღვნად რაიმე საჩუქარი. თუ არ გაქვთ საჩუქრის გაკეთების საშუალება, მაშინ გაუგზავნეთ ამ ადამიანს მისალოცი წერილი ან ელექტრონული ფოსტით უსურვეთ ბედნიერება.

 ეცადეთ, ახალი წლის ღამე მხიარულად და არაორდინალურად გაატაროთ, რათა დრაკონმაც წლის განმავლობაში სათანადო ყურადღება მოგაქციოთ.

 გაითვალისწინეთ: რაც მეტ საჩუქარს გასცემთ ახალ წელს, ფინანსური კუთხით მით უფრო სტაბილურად წარიმართება ეს წელიწადი.

 - 31 დეკემბერს ნუ გაიტანთ ნაგავს სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები მოგეძალებათ ფინანსური თვალსაზრისით.

- ახალი წლის დადგომის წინ დაივიწყეთ ცუდი, წყენა. აპატიეთ ყველას, შინაგანად შეურიგდით მათ.

- 5 წუთით ადრე ახალი წლის დადგომამდე, კარგი იქნება, თუ მანდილოსნები რაიმე მოსასხამს მოისხამენ მხრებზე და ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წამით ადრე სწრაფად მოიძრონ ეს მოსასხამი, ამით ყოველივე ცუდს დაუტოვებენ წინა წელიწადს.

- ახალი წლის დადგომამდე, სანთლის ანთებით, შეიძლება ამის გარეშეც, შინაგანად, ჩაიფიქროთ რაიმე ოცნება, სურვილი. შეიძლება ამ სურვილის ფურცელზე დაწერაც, შემდგომ მისი დაწვა, ფერფლის შამპანურით სავსე ჭიქაში ჩაყრა და დალევა, რაც ერთი-ორად გაამყარებს თქვენი სურვილის ასრულების შესაძლებლობას.

 ახალ წელს ყოველთვის მოაქვს ახალი იმედები, ამიტომ მოახდინეთ თქვენი ძალების მობილიზება, რათა დღესასწაულმა ლამაზად და კარგად ჩაიაროს, რაც იმის გარანტი იქნება, რომ წელიწადმა მიიღოს ასეთივე ლამაზი და ბედნიერი სახე.

ნუ დაგავიწდებათ, რომ დრაკონი ის ცხოველია, რომელიც ადამიანებს სიმდიდრეს, კეთილშობილებას, ჰარმონიას და დღეგრძელობას ჩუქნის.

                                                                                                    ჰოროსკოპი შეადგინა მიხეილ ცაგარელმა

 

მსგავსი სიახლეები

"ქართული ოცნების" პრეზენტაცია "იმედის" ჟურნალისტს გოგი ახალკაცს ...

გოგი ახალკაცი"ქართული ოცნების" პრეზენტაცია გოგი ახალკაცს მიჰყავდა. ის ბოლოს, ტელეკომპანია "იმედში", დილის პროგრამის წამყვანად მუშაობდა. "ჯეონიუსის" ინფორმაციით, ორი კვირის წინ, გოგი ახალკაცმა "იმედი" დატოვა და ბიძინა ივანიშვილის გუნდში გადაბარგდა.

„კარტლის აგროტექსმა“ დაწვიმებითი სარწყავი სისტემების მონტაჟი ლაგოდეხსა და ...

კომპანია „კარტლის აგროტექსმა“ დაწვიმებითი სარწყავი სისტემების მონტაჟი ლაგოდეხსა და ყვარელშიც დაიწყო. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ,

14 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცათ

თბილისში, გლდანიში 14 დევნილ ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მერაბ მენაბდემ,

"თრიალეთის" ჟურნალისტის მოწამვლაზე მისი მეგობარი კომენტარს აკეთებს

"თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ალინა ტატუნაშვილის მოწამვლის ფაქტზე ვრცელ კომენტარს,  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან,  მისი მეგობარი სოფიკო რეზრიჩენკო აკეთებს. მისი თქმით, ალინა ტატუნაშვილს პირადი პრობლემები ჰქონდა და რაიმე კავშირს სამსახურებრივ მდგომარეობასთან გამორიცხავს.

მოქალაქეები აკაკი ასათიანის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებას ითხოვენ

"ტრადიციო-ნალისტთა" ლიდერის აკაკი ასათიანის საცხოვრებელ სახლთან, რომელიც ერეკლეს მოედანზე მდებარეობს, ამ წუთებში შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც

ჯეკპოტის მფლობელი საქართველოს ლატარიის კომპანიაში ამ დრომდე არ ...

31 აგვისტოს ლოტოს 378-ე გათამაშებაში ჯეკპოტი გათამაშდა. იღბლიანი ბილეთის მფლობელმა 1 293 279 ლარი მოიგო, თუმცა გამარჯვებული ლატარიის კომპანიაში ამ დრომდე არ გამოცხადებულა, მას კომპანიაში საღამომდე დაელოდებიან.

ფოტოკოლაჟი